„ფოთის ღია პირველობა აფროსნობაში“

12:33, 18.07.2026

ფოთი აფროსნობაში „ღია პირველობა 2026“-ს მასპინძლობს. საქართველოს აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებით დაგეგმილ რეგატაში თბილისის, ფოთისა და ბათუმის საიალქნო კლუბების აფროსნები მონაწილეობენ. რეგატა მალთაყვის სანაპიროზე ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ფოთმა აფროსნობაში ფოთის ღია პირველობას პირველად შარშან უმასპინძლა. ტურნირი ხვალ დასრულდება.

მსგავსი