ფორუმი თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა“

თბილისში პირველი საერთაშორისო ფორუმი თემაზე „გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა“ გაიმართა. ფორუმის მიზანია ცნობიერების ამაღლება გამოხატვის თავისუფლებასა და სამოსამართლო ეთიკაზე. მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა სოციალური მედიისა და სამოსამართლო ეთიკის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს და მსმენელებს რეკომენდაციები გაუზიარეს.

ფორუმს სასამართლო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.