ფორუმი მართლმსაჯულების შესახებ

„მართლმსაჯულება 1984 წლის კოდექსით” – ამ სახელწოდების ფორუმის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია საია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობს. დისკუსიას ესწრებიან მესამე სექტორისა და ადგილობრივი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მოქმედებს საბჭოთა კავშირის დროინდელი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლითაც მნიშვნელოვნად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და მმართველი ძალა მას ხშირად პოლიტიკური დევნის იარაღად იყენებს. საია მოუწოდებს ხელისუფლებას, გაატაროს რეალური რეფორმები აღნიშნული კოდექსის მიმართულებით.