ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ

ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების დეტალებს ამ დრომდე არ ახმაურებს, თუმცა აცხადებს, რომ სპეცოპერაციის შედეგად, მასშტაბური დანაშაულის გახსნა მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით,  ჩატარებული სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულს უკავშირდება, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე ჯერ არ საუბრობს.

ფონიჭალაში სპეცოპერაცია გუშინ საღამოს ერთდროულად რამდენიმე ადგილზე ჩატარდა. გაჩხრიკეს რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.