ფონდ „ქართუს“ განცხადება

15:17, 25.08.2026

ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, განულებული სესხების შესახებ. ფონდმა შეიძინა ყველა ის სესხი, რომლებიც აკმაყოფილებდა წინასწარ გაცხადებულ კრიტერიუმებს, კერძოდ, სესხები, რომელთა ძირი არ აღემატებოდა ორი ათას (2 000) ლარს და რომელთა მიმართებაშიც მოვალეებს (ფიზიკურ პირებს) ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდათ გადახდილი სესხის პროცენტი.

2018 წელს „ფონდმა ქართუმ“ „სოციალური სოლიდარობის აქტის“ ფარგლებში, გამოისყიდა ფიზიკური პირების ოთხ მილიარდ ლარზე მეტი პრობლემური თანხა. ამ უპრეცედენტო ქველმოქმედების აქტით განხორციელდა 615 164 პირის თითქმის მილიონნახევრიანი სესხის პატიება. პროგრამა შეეხო საქართველოში მოქმედ 55 ბანკსა და სხვა სამართლებრივი ფორმის ფინანსურ ინსტიტუციას. აქვე ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ სესხები გამოსყიდულია მხოლოდ იმ ფინანსური ინსტიტუტებისგან, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ამ პროგრამაში მონაწილეობაზე.

მოქალაქეებს, ვისაც ეს პროგრამა შეეხო, მათი სტატუსის გადამოწმება და შესაბამისი ცნობების აღება შეუძლიათ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო „კრედიტინფოდან“. ასევე, მოქალაქის წერილობითი მომართვის შემთხვევაში, „ფონდი ქართუ“ გასცემს შესაბამის ინფორმაციას (ცნობას) კონკრეტული სესხის თაობაზე.

მსგავსი