ფლორენციაში საქართველო-იტალიის ნაკრებების შეხვედრა იწყება

ამ წუთებში ფლორენციაში საქართველო-იტალიის ნაკრებების შეხვედრა იწყება. ქართველი მორაგბეების საგულშემატკივროდ იტალიაში რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფება. მათი ნაწილი ფლორენციაში საქართველოდან, ხოლო ნაწილი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდა.

„არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე ეროვნული ჰიმნი პირდაპირ რესპუბლიკის მოედნიდან აჟღერდება. ჰიმნს „შვიდკაცასთან“ და ანსამბლ „ჰერიოსთან ერთად გულშემატკივრებიც შეასრულებენ.

გეგი კიკაბიძეა პირდაპირ ეთერში – როგორია განწყობა, რა ხდება ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე.