ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა დღეს, სამ ნოემბერს იწურება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, არანაირი ცვლილება, დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა, შესაბამისად, ქონების გადასახადის, მათ შორის მიწის გადამხდელი ფიზიკური პირები, ვალდებული არიან, 2025 წლის წლიური დეკლარაცია წარმოადგინონ. გადასახადი კი 17 ნოემბრის ჩათვლით გადაიხადონ. დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია და მონაცემები არ იცვლება. ასეთ შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად მოახდენს წინა წლის ინფორმაციის რეგისტრაციას.