ფიზიკური დაპირისპირება მარნეულში

15:10, 20.09.2025

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნაცემია არასრულწლოვანი, რომელიც ძალადობაში მარნეულში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილს ადანაშაულებს.

ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ საკრებულოს წევრები და პოლიცია. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი