ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე

საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე და უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ. კახიძემ ბერაიას ფურცლები შეაყარა. შექმნილი ვითარება კი, მანდატურმა განმუხტა.

კამათი კომიტეტზე საკითხის განხილვის პროცედურას შეეხებოდა. სხდომის წამყვანმა, დავით მათიკაშვილმა უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი ბერაიას საკითხის მომხსენებელ ანრი ოხანაშვილისთვის კითხვის დასმის უფლება მისცა, რაც კახიძემ გააპროტესტა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს განიხილავენ.