ფინეთისა და შვედეთის ოფიციალური განაცხადი ნატო-ში

ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ს ალიანსში გაწევრიანების განაცხადები წარუდგინეს. გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ნატო-ში გაწევრიანების სურვილის შესახებ განაცხადები შვედეთისა და ფინეთის ელჩებმა გადასცეს.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ყველა მოკავშირე თანხმდება ალიანსის გაფართოების მნიშვნელობაზე და მზად არიან, იმუშაონ ყველა საკითხზე სწრაფი შედეგისთვის.