ფინეთი-საქართველო პირველ არხზე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ საქართველოდან გამთენიისას ორი ჩარტერული რეისი შესრულდა. მთავრობის მიერ სუბსიდირებული ფრენები, სავსე ბორტებით თბილისი-რიგის მიმართულებით, ავიაკომპანია Air Baltic-ამ შეასრულა. ლატვიის დედაქალაქში ამ რეისებით გაფრენის შესაძლებლობა მხოლოდ იმ მგზავრებს ჰქონდათ, რომლებმაც მატჩზე დასასწრები ბილეთის წარდგენა შეძლეს.