ფინეთი-საქართველო პირველ არხზე
საქართველო-ფინეთის შეხვედრამდე ექვს საათზე ნაკლები რჩება. „ევრობასკეტზე“ ჩვენი ქვეყნის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად, მეოთხედფინალში ასპარეზობს. წინა შეხვედრაზე საქართველომ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, საფრანგეთი 80-70 დაამარცხა. დღეს კი საქართველო-ფინეთის შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.