ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე ბათუმში ერთი მოქალაქე დააკავეს. ასევე, მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გამოძიების ინფორმაციით, ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილია სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები. სპეცოპერაცია ბათუმში გვიან ღამით ჩატარდა.