Junior Water Polo Festival 2026 დაიწყო. ასაკობრივი ტურნირი, რომელიც გოგონებსა და ვაჟებს თორმეტ და თოთხმეტ წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში აერთიანებს, „დინამო თბილისის“ წყალბურთის აკადემიაში იმართება. ფესტივალი უკვე მესამე წელია ტარდება და მიზანი ბავშვთა და მოზარდთა წყალბურთის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის კონკურენტული გარემოს შექმნაა. ტურნირში 200-ზე მეტი ახალგაზრდა წყალბურთელი მონაწილეობს.