„თბი-ლისი“ – თბილისის მერია ყოველკვირეული ფესტივალის ჩატარებას განაგრძობს

18:34, 19.05.2018

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, თბილისის მერია ყოველკვირეული ფესტივალის ჩატარებას განაგრძობს. ფესტივალი  თბი-ლისი“  სხვადასხვა სპორტულ აქტივობას მოიცავს.

ფესტივალის ფარგლებში, სპორტული აქტივობები დღესაც გაიმართა. შეჯიბრებები ჩატარდა კალათბურთში, ქართულ ჭიდაობაში, გოლფში, კრივში და სპორტის კიდევ არაერთ სახეობაში.

ლისის ტბაზე ფესტივალის ეგიდით ღონისძიებები ცოტა ხანში დასრულდება.

 

მსგავსი