#ფერმა ილია წინამძღვრიშვილის დაარსებული სასწავლებლის დღევანდელობა

▶ „ფერმა“ გიამბობთ, თუ რა როლი აქვს განათლებას სოფლის მეურნეობაში. ესტუმრეთ წინამძღვრიანთკარის საზოგადოებრივ კოლეჯს. ნახეთ როგორ ეუფლებიან აგრარული მიმართულების პროფესიებს ადამიანები, ვინც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილი უნდა შეიტანონ.

▶ გაიგეთ, როგორია დუალური პროგრამის პრინციპები და რას ნიშნავს პრაქტიკულ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება. 135-წლიანი ისტორია და ილია წინამძღვრიშვილის დაარსებული სასწავლებლის დღევანდელობა;

#გაიგემეტი საწველი აპარატების შესახებ. რით აუმჯობესებენ ისინი მერძეული ფერმის პროდუქტიულობას, როგორია საწველი დარბაზების მოწყობის პრინციპები და რა უნდა გაითვალისწინოს ფერმერმა მესაქონლეობის თანამედროვე მეურნეობის შექმნისას;

▶ წინაპრების სახლში დაბრუნებული ორი მეგობარი, რომლებიც ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა. რუბრიკაში #არტიშოკი  ნახეთ, გაცოცხლებული რეცეპტებისა და მრავალფეროვანი გემოს ნაზავი, სიძველისა და თანამედროვე არტის შეხვედრა არმაზულ სამოთხეში.

ფერმა

დატოვე კომენტარი