#ფერმა განათლებაში ჩადებული დიდი ინვესტიცია - შვეიცარული აგრარული სკოლა დმანისში

▶ დუალური განათლების მნიშვნელობა პროფესიული კადრების მომზადებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის!

ნახეთ,  „ფერმა“ დმანისში, სადაც შვეიცარიული აგრარული სკოლა, „კავკასია გაიხსნა და წელს პირველ სპეციალისტებს მოამზადებს სხვადასხვა აგრომიმართულებით.

როგორია შვეიცარიული სტანდარტი და რა პრაქტიკულ განათლებას იღებენ სტუდენტები.
პროფესიულ განათლებაში ჩადებული მნიშვნელოვანი ინვესტიცია და შვეიცარიელების დიდი გაკვეთილი!

რუბრიკაში „არტიშოკი“  ნახეთ, ულამაზესი ორანჟერეა თელავში, სადაც ათასზე მეტი დასახელების ყვავილი ხარობს.
გაიცანით ყოფილი მათემატიკის  მასწავლებელი, ფიქრია ცისკარიშვილი, რომელმაც ჰობი საქმედ აქცია და საკუთარ კარმიდამოში ყვავილების პატარა ოაზისი მოიწყო.
სოხუმში დაწყებული ყვავილების სიყვარულის თელავური გაგრძელება!

ფერმა