მეღორეობის #ფერმა ახმეტაში/ აგრომედია საქართველოში/ მშვიდობის სიმბოლო საოკუპაციო ხაზთან

ბიძინა გიგაურის მეღორეობის #ფერმა ახმეტაში.
🐽 გამოცდილი ფერმერისგან გაიგეთ, როგორ უნდა შევარჩიოთ დედა ღორი, რა პირობები უნდა შევუქმნათ მას კარგი გოჭების გასაზრდელად, რით უნდა ვკვებოთ და როგორ გავაუმჯობესოთ არსებული ჯიში.
🐗 ნახეთ, გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი კახური ღორი. გაიგეთ, რით განსხვავდება ის ევროპული ჯიშებისგან და რატომ აპირებს ფერმერი მათ ტყეში გაშვებას.
🎥 როგორ ვითარდება საქართველოში აგრომედია, სასოფლო-სამეურნეო საკითხების უკეთ გაშუქების მიზნით აგროჟურნალისტთა ასოციაცია შეიქმნა. გაიგეთ, რა მიზნები აქვს ორგანიზაციას და როგორ იგეგმება ჟურნალისტების გადამზადება.

რუბრიკაში #არტიშოკი გაიცნობთ ნიქოზელ მემტრედეს, კობა ჯავახიშვილს. ცხინვალიდან ერთ კილომეტრში, საკუთარ ეზოში, ის უკვე წლებია ათეულობით მტრედს უვლის.
☮ მშვიდობის სიმბოლო საოკუპაციო ხაზთან.