#ფერმა #აგროტურიზმი მესხური ოდა - სიძველე, რომელიც ახალი სიცოცხლის საძირკველია

▶ წინაპართა ხსოვნის მცველი მესხი კაცის ამბავი. გაიცანით ალუდა ჯვარიძე, ადამიანი, რომელიც ტრადიციულ, მიწისქვეშა ოდებს რესტავრაციას უტარებს და იქ ტურისტებს ეპატიჟება. როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ნგრევას გადარჩენილი, უნიკალური ნაგებობები სოფლად. რა ხიბლავს აგროტურიზმში ჩართულ მოგზაურებს და როგორია სამხრეთის კარიბჭის მცხოვრებთა დღეგრძელობის საიდუმლო.
▶ ტენილი ყველი, ფურნეში გამომცხვარი ქადები, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და სიძველე, რომელიც გონიერი კაცისთვის ახალი ცხოვრების საძირკველია.

#გაიგემეტი  ბოლნისის საერთაშორისო ფორუმის შესახებ. გამოცდილების გაზიარება აგრობიზნესის განვითარების შესახებ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლების მიერ მეგობრობის სიმბოლოდ გაშენებული ვენახი.

▶ რა პრობლემები ექმნებათ მცირე და საშუალო მეურნეობებს ადგილობრივ ბაზარზე. ნახეთ ფერმერთა რიგით მე-5 კონგრესი, სადაც ფერმერებმა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ადგილობრივი საბაზრო კავშირების გაძლიერებაზე, არსებულ სირთულეებსა და მათი მოგვარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ფერმა

 

დატოვე კომენტარი