#ფერმა 11 ოქროს მედლის მფლობელი ქართული ღვინო

▶ უნიკალური მდებარეობის ვენახი შილდაში, რომელსაც კავკასიონიც დაჰყურებს და მდინარე ჩელთიც ჩამოუდის, სახელგანთქმული საოჯახო მეღვინეობა, რომელმაც გასულ წელს საერთაშორისო გამოფენებზე 11 ოქროს მედალი მოიპოვა და დეკანტერის ჟიურიმ მსოფლიოს 20 სუკეთესო ღვინოებს შორის დაასახელა.

▶ ნახეთ, რისი ცოდნითა და რა სტანდარტებით აწარმოებენ ქართულ ღვინოს მირიანაშვილების მეურნეობაში და რა მოთხოვნებს უყენებს პრემიუმ ხარისხის ბაზარი ქართველ მეღვინეებს. გაიცანით, და-ძმა ანდრია და ანა მირიანაშვილები, ვისი დაყენებული ღვინოც პრინც ჰარის ქორწილში დაილია!

▶ რუბრიკაში #არტიშოკი – ნახეთ 24 წლის გოჩა აფციაურის შერეული მეურნეობა ასურეთში, რატომ არჩია ახალგაზრდა ბიჭმა სოფელში დარჩენა, როგორ სწავლობს საკუთარ შეცდომებზე და როგორ ცდილობს განვითარდეს იქ, სადაც ცხოვრობს!

ფერმა

დატოვე კომენტარი