ფეხბურთში საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი დაამარცხა

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მეშვიდე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები გიბრალტარს ესტუმრა და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მატჩის ბოლოს გატანილი გოლით დაამარცხა. ანგარიში მეათე წუთზე საქართველომ გახსნა. შენგელიას მშვენიერი გადაცემით „ჯვაროსნების“ ფორმით პირველი გოლი ხარაიშვილმა გაიტანა.

21-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მასპინძელთა კარი მეორედ აიღო. შორი მანძილიდან ჩვენი გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ძლიერად და ეფექტურად დაარტყა 0:2. მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა აშკარად ჩააგდო, 66-ე წუთზე ჩვენი დაცვის ჩავარდნით ლი კაშარომ ისარგებლა.

74-ე წუთზე წონასწორობა გუნდის კაპიტანმა, როი ჩიპოლინამ აღადგინა, 84-ე წუთზე ლევან შენგელიას გადაცემით მასპინძელთა კარი გიორგი ქვილითაიამ აიღო და საბოლოო ანგარიში 2:3 დააფიქსირა.