FBI-ის ძებნილი პირის ექსტრადირება
FBI-ის ნიუ იორკის განყოფილება სოციალურ ქსელ „იქსში“ საქართველოდან ექსტრადირებული პირის ფოტოებს აქვეყნებს და ათწლიანი ძებნის შემდეგ, მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის ფაქტს ეხმაურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, დავუდ ანსარის, რომელიც უზბეკეთის მოქალაქე და ამერიკის ნატურალიზებული მოქალაქეა, დღეს ბრალს, ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში წაუყენებენ. მას „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ნუსრას ფრონტისთვის“ მატერიალური დახმარების გაწევასა და ამავე მიზნით, შეთქმულების მოწყობაში ედავებიან.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ანსარის ექსტრადიცია ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქში საქართველოდან მიმდინარე წლის 23 სექტემბერს განხორციელდა, სადაც ის 2026 წლის აგვისტოში დააკავეს.
დავუდ ანსარი ამერიკიდან 2016 წელს თურქეთის მიმართულებით გაიქცა. საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის
იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში კი პროკურატურამ პირი საქართველოს ტერიტორიაზე დააკავა და შესაბამისი პროცედურების დაცვით, ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა.
შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა საქართველოს პროკურატურას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, თანამშრომლობისა და ძებნილის დაკავებისთვის, მადლობა გადაუხადა.