ფასი, რომლის გადახდაც რუსეთს მოუწევს

6000-მდე სხვადასხვა სახის სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, – ამ დროისთვის ეს არის დასავლეთის პასუხი უკრაინაზე თავდასხმის გამო. ბოლო სამ კვირაში დაწესებული სანქციები ეხება ოლიგარქებსა და რუსეთის მთავრობის წევრებს, რუსეთის ფინანსურ და სავალუტო სისტემას, სამთავრობო სტრუქტურებს, ვაჭრობის სფეროს, სამხედრო ტექნოლოგიურ და ენერგეტიკულ სექტორს. საერთაშორისო თანამეგობრობას იმედი აქვს, რომ ამ წნეხს რუსეთის მთავრობა ვეღარ გაუძლებს და უკრაინის წინააღმდეგ ომს შეწყვეტს.

დასავლური სანქციების ქრონოლოგია, სანქციების სამიზნე და მისი ეფექტი რუსულ ეკონომიკაზე, – ნახეთ ქეთი თუთბერიძის სიუჟეტში.