"ფარული ჩანაწერების საქმეზე" განხილვა დასასრულს უახლოვდება

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე. განხილვა დასასრულს უახლოვდება. დღევანდელ პროცესზე შს სამინისტროს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები ვასილ ლელუაშვილი, ირაკლი ყიფშიძე, რევაზ შიუკაშვილი  და გივი კაციტაძე საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე ასაჩივრებს. თეონა ხუბულავა დეტალებით.