ფარული ჩანაწერების საქმე

ფარული ჩანაწერების საქმე. პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელება-შენახვის საქმეზე დღეს ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო შვიდს – გირაო. რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ რვა პირს, მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. ამ შეთხვევაში პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მხოლოდ შვიდი მათგანისთვის ითხოვს, რადგან გამოძიება მათ ფარული კადრების შენახვასთან ერთად, მათ გავრცელებაშიც ადანაშაულებს.

გიორგი კობერიძე დეტალებით – ხომ არ არის უკვე ცნობილი გადაწყვეტილება და როგორია მხარეთა პოზიციები?