ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს

12:15, 17.08.2026

კობა ფარტენაძე პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. კობა ფარტენაძემ 16 აგვისტოს მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა – აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ასევე, აღნიშნული პირი 17 აგვისტოს ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალდამცველებმა, არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა, ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას და პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ კობა ფარტენაძეს რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ და დაჭრით ემუქრებოდნენ – საქმეზე ორი პირი დააკავეს. სასამართლომ კი ორივე მათგანს 7-7 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

მსგავსი