ფარიკაობის დარბაზის გახსნა

15:28, 28.09.2026

თბილისში ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზის განახლებული სივრცე ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით სრულად განახლდა. ღონისძიებას მსოფლიო ჩემპიონი სანდრო ბაზაძე და სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელი ზურაბ ბაქრაძე ესწრებოდნენ.

სარემონტო სამუშაოების ფარგლებში დარბაზი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, რაც ქართველ მოფარიკავეებს ხარისხიან სავარჯიშო პირობებს შეუქმნის.

მსგავსი