ფაილების საქმე - უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადება

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ფარული ფაილების საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს. გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, პასუხისმგებლობას იღებენ ყველა მოვლენაზე, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება. მისი თქმით, საზოგადოება გამოძიებას უნდა დაელოდოს, რომლიც გამჭვირვალედ მიმდინარეობს და აუცილებლად გაირკვევა, თუ რა პროვოკაცია იგეგმებოდა.

ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისად დატოვოს პოსტი, მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლიან. მედია ასევე დაინტერესდა, რატომ არ მოხდა მისი გამოკითხვა ამ დრომდე, ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ გამოიკითხება ყველა, ვინც გამოძიებისთვის იქნება საჭირო.