"ევროპული საქართველოს" წევრები ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მივიდნენ

“ევროპული საქართველოს” წევრები ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მივიდნენ. ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლების ქმედებები, აქციის მონაწილეებთან მიმართებაში, როგორც მორალურად, ასევე პოლიტიკურად და სამართლებრივად გაუმართლებელია.

“ევროპულმა საქართველომ” დღეს ბრიფინგიც გამართა, სადაც განაცხადეს, რომ ღამით წვიმის დროს პარლამენტთან პოლიცია მივიდა და იქ შეკრებილების მიერ გაშლილი პარკები ჩამოხსნა.

თავად ზაზა სარალიძე კი მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრას მოითხოვს.