„ევროპული საქართველოს“ განცხადება

 „ევროპული საქართველოსა“ და „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებმა პარტიის ოფისში რუსეთის აგრესიაზე ისაუბრეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყროს. დისკუსიის მონაწილეების თქმით, აუცილებელია, მოხდეს რუსული სამხედრო ძალების არაადამიანური ქმედებების სათანადო შეფასება.