„ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. პროექტში მითითებულია, რომ მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალება გამოძიების საგანი უნდა იყოს, ვინაიდან მასში შესაძლო კორუფციული სქემა იკვეთება. მოთხოვნას მხარს უჭერენ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საქმე ჯერ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.

სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოში განხორციელებულ შეწყალებას საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. შეწყალებულთა შორის არიან პოლიციელის მკვლელობისთვის, ასევე გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული და ძებნილი პირები.

საზოგადოების პროტესტის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამჟამად კი პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების საკითხთან მიმართებაში, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს.

დატოვე კომენტარი