"ევროპული საქართველო" მოსამართლე ლევან მურუსიძის უვადოდ განწესებას აპროტესტებს

“ევროპული საქართველო” მოსამართლე ლევან მურუსიძის უვადოდ განწესებას აპროტესტებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მურუსიძის უვადოდ დანიშვნაზე პასუხისმგებლობას ნაწილობრივ “ქართულ ოცნებასაც” აკისრებს, რადგან, ოთარ კახიძის განცხადებით, მურუსიძეს მხარი დაუჭირეს საბჭოს იმ წევრთა ნაწილმაც, რომელთაც “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობამ თავის დროზე ნდობა გამოუცხადა და საბჭოში დანიშნა.

კახიძე გამოსავალს სასამართლო რეფორმაში ხედავს და ამ საკითხზე მსჯელობისკენ მოუწოდებს დეპუტატებს. სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ განწესებაზე კრიტიკული განცხადებები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობაშიც.