ევროპული საბჭოს სპეციალური სესია

ნატოს შემდეგ ევროკავშირის საგანგებო სამიტი დაიწყო.

ევროპელი ლიდერები ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტის და რუსეთზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლის გზებს ეძებენ. სამიტში მონაწილეობს ჯო ბაიდენიც. იგეგმება ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვა დისტანციურად. ევროპელი ლიდერები მსჯელობენ, შეიძლება თუ არა ახალი სანქციების ამოქმედება მოსკოვის წინააღმდეგ. დღის წესრიგის კიდევ ერთი მთავარი თემაა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება, რაზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ. აშშ-სგან გასხვავებით, რუსულ ენერგომატარებლებზე ევროპის დამოკიდებულების მაჩვენებელი მკვეთრად მაღალია, თუმცა ლიდერები თანხმდებიან, რომ საჭიროა დივერსიფიკაციის გზების მოძებნა და მოსკოვზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება. საჭიროა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით, – ასეთია ჯოზეფ ბორელის გზავნილი.

ბრიუსელში სალომე ქოქიაშვილი ადევნებს თვალს ევროკავშირის საგანგებო სამიტს.