ევროპული საბჭოს სპეციალური სესია - დღე მეორე

როგორ აპირებს ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების მინიმალიზებას და რა დამატებით ნაბიჯებს გადადგამენ აგრესორ ქვეყანაზე ზეწოლის გასაძლიერებლად. ბრიუსელში საგანგებო სამიტის მეორე დღეს დისკუსია უკრაინის კონტექსტში გრძელდება. ევროპა ახლა ალტერნატიულ ენერგეტიკულ წყაროებს ეძებს.

შეძლებენ თუ არა რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმას და რა კონკრეტული ნაბიჯებით გააგრძელებენ ლიდერები უკრაინის მხარდაჭერას, – ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.