ევროპული საბჭოს სპეციალური სესია

ევროკავშირის სამიტი გრძელდება.

დღის წესრიგის მთავარი თემა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება და ალტერნატიული გზების ძიებაა. აშშ-სგან განსხვავებით, ევროპა ბუნებრივი აირის საერთო მოცულობის 40%-ს სწორედ რუსეთისგან იღებს. სხვადასხვა ქვეყანაში კი რუსული გაზის იმპორტის სხვადასხვა მაჩვენებელია. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე წელში ევროპა რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან სრულად გათავისუფლდება. პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმება მიღწეულია, რადგან რუსეთის მიერ ზეწოლის ერთ-ერთი მთავარი ​ბერკეტისგან გათავისუფლება ევროკავშირისთვის ახლა ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია. სამიტზე აჯამებენ მოსკოვის წინააღმდეგ უკვე ამოქმედებული მკაცრი სანქციების შედეგებსაც.

ბრიუსელიდან სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ევროკავშირის საგანგებო სამიტს.