ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი „ოქროს ტბაზე“
ფოთში, „ოქროს ტბაზე“ წყალსათხილამურო სპორტის ყველაზე მასშტაბური შეჯიბრი ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა.
ტურნირში კონტინენტის მასშტაბით ოცი ქვეყნის 120-მდე საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის არიან საქართველოს წარმომადგენლებიც. საქართველოს სახელით სამი ფოთელი ათლეტი იასპარეზებს. სამი დღის განმავლობაში სპორტსმენები ძალებს სამ ძირითად დისციპლინაში მოსინჯავენ, ესენია: სლალომი, ფიგურული სრიალი და ტრამპლინიდან ხტომა.
საერთაშორისო ტურნირი 26 ივლისს ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“ კონცერტით დასრულდება.