ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. დახურვის საზეიმო ღონისძიება ხვალ ბაკურიანში გაიმართება. დღეს შეჯიბრი ბიატლონში, თხილამურებით რბოლასა და სნოუბორდში გაიმართა.

ქართველმა სპორტსმენებმა ფესტივალზე გამოსვლა უკვე დაასრულეს. ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალი საქართველოს სამ ქალაქში – ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს. სპორტის რვა სახეობაში 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია – 13 თებერვალს ფიგურულ ციგურაობაში უმაღლესი სინჯის მედალი ინგა გურგენიძემ მოიპოვა.