რუსთავის ცენტრალურ პარკში ევროპის სპორტის კვირეული გაიმართა. პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენების საჩვენებელი გამოსვლები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შესაძლებელი იყო ინდივიდუალურ და გუნდურ სპორტულ სახეობებში ჩართვა და გამოცდილების მიღება. ღონისძიებაში 20-მდე სპორტული ფედერაცია მონაწილეობდა. ევროპის სპორტის კვირეული ყოველი წლის შემოდგომაზე ევროპის მასშტაბით ტარდება. საქართველოში მისი ოფიციალური ორგანიზატორი სპორტის სამინისტრო და „სპორტი ყველასთვის“ ეროვნული ფედერაციაა.