ევროპის შეცვლილი პოლიტიკა 

რუსეთის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეცვლილი მიდგომა და გაყოფილი პოზიციები.

დონალდ ტრამპის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმის გარშემო მოლაპარაკებების გადამწყვეტ ეტაპზე ევროპის ცალკეული ქვეყნები რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე იწყებენ საუბარს. ამ საკითხის აქტიურ მხარდამჭერებად საფრანგეთის და იტალიის პირველი პირები პოზიციონირებენ. ამ მხრივ ნიშანდობლივია გერმანიის კანცლერის დღევანდელი გზავნილიც, რომელიც სწორედ რუსეთთან მომავალ ურთიერთობას ეხება. თუ გამოცემა „პოლიტიკოს“ პუბლიკაციას დავეყრდნობით, ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნასაც განიხილავს, რასაც ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება, მათ შორისაა დიდი ბრიტანეთი. მოსკოვის მიმართ შეცვლილმა რიტორიკამ ბრიუსელის ორმაგ სტანდარტებზე საუბარი გაააქტიურა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მმართველი გუნდის ლიდერები დაკარგულ ოთხ წელზე საუბრობენ და იმ განცხადებებზე მიუთითებენ, რომლებშიც სწორედ ევროკავშირის ლიდერები ოფიციალური თბილისის მხრიდან რუსეთის მიმართ არჩეულ პოლიტიკას და უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებას აკრიტიკებდნენ.