მზია ამაღლობელის განაჩენს ეხმაურება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი. ის სოციალურ ქსელში წერს: „ვიმეორებ ხელისუფლებისადმი ჩემს წინა მოწოდებას, მისი გათავისუფლების შესახებ და მოვუწოდებ, უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ თავისუფლად მუშაობა, ზედმეტი ჩარევის გარეშე, გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით“, – წერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი.