ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი წყალბურთში

საქართველოს ჩემპიონი წყალბურთში„დინამო თბილისი“ დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას გამართავს. ქართული კლუბის მეტოქე ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი იქნება ხორვატიიდან. თბილისური კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ეს რიგით მეორე მატჩი იქნება.

ჯგუფური ეტაპის სადებიუტო შეხვედრაში ქართველები ესპანურ „ტერასასთან“ ანგარიშით 9-5 დამარცხდნენ. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.