აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. სულხან თამაზაშვილი ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და წარმატებები უსურვა. ბათუმი ევროპის ჩემპიონატს 19-დან 26 აპრილის ჩათვლით უმასპინძლებს. ტურნირში 45 ქვეყნის 350 ძალოსანი მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი აჭარაში მეორედ იმართება.