ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ჟურნალისტებს შორის. საქართველოს გუნდი ლიეტუვაში მიემგზავრება. 11-15 სექტემბერს ევროპის პირველი მედიაჩემპიონატი გაიმართება. საქართველომ 14 ტურნირზე ითამაშა და საპრიზო ადგილი 11-ჯერ დაიკავა, 3-ჯერ კი გამარჯვებული გახდა. წელს კი პირველი ევროპის ჩემპიონატია ჟურნალისტებს შორის, რომელშიც მთავარი პრიზისთვის 14 ნაკრები იბრძოლებს.