ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში

12:30, 03.08.2026

თელავი 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 31:24 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვახტანგ ხარებაშვილი დასახელდა. 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატში, საქართველოს გარდა, ბელგიის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, კოსოვოსა და კვიპროსის გუნდები მონაწილეობენ. კონტინენტის პირველობა 2 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით, თელავის სპორტის სასახლეში გაიმართება. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები შემდეგ შეხვედრას ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ 3 აგვისტოს გამართავს.

მსგავსი