ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში

15:32, 23.02.2026

ფარიკაობაში კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. მეოთხე საშეჯიბრო დღეს სპორტის მინისტრი მოფარიკავეებს შეხვდა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა. ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატი დღეს გუნდური ასპარეზობით დასრულდება. 24 თებერვლიდან კი ახალგაზრდებს შორის კონტინენტის პირველობა დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ანგარიშზე ერთი მედალია: რომელიც გიორგი ურუშაძემ მოიპოვა. კონტინენტის პირველობაში მონაწილეობას 42 ქვეყნის 1 100-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს.

მსგავსი