ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ტრიუმფით მიმდინარეობს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. ფინეთში მიმდინარე შეჯიბრში ქართველებმა ჯამში 6 ოქროს, ერთი ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონატის ბოლოს წინა დღეს ჩვენმა გუნდმა სამი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი აიღო.

დღეს ევროპის ჩემპიონობა ილია სულამანიძემ, ლაშა ბექაურმა და გელა ზაალიშვილმა იზეიმეს. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი მიხეილ ბექაურმა გაიმარჯვა. საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ყველაზე მეტი მაღალი სინჯის მედალი მოიპოვა. ხვალ  ჩემპიონატის დასკვნით დღეს შეჯიბრებები გუნდურ ჩათვლაში გაიმართება.