ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში – სამი დღე, ხუთი მედალი და აქედან სამი ოქრო. ჩვენი ნაკრებისთვის დღევანდელი ასპარეზობაც წარმატებული აღმოჩნდა, ეროვნული ჰიმნი ლუკა მაისურაძემ ააჟღერა. დღევანდელი მონაცემებით, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზეა. ხვალ გულშემატკივარი ტატამზე ილია სულამანიძეს, გურამ თუშიშვილსა და სოფიო სომხიშვილს იხილავს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კვლავაც პირველი არხი შემოგთავაზებთ.