ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში 

15:03, 18.04.2026

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში გრძელდება – ორი ქართველი ძიუდოისტი ტურნირის ფინალში იასპარეზებს. ლუკა მაისურაძემ ნახევარფინალში რუმინელი სპორტსმენი დაამარცხა, გრიგალაშვილმა კი აზერბაიჯანელ მეტოქეს სძლია. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში დამარცხდა კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომელიც ახლა ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყო. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს კი პირველი არხი 16:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

მსგავსი