ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში 

12:35, 18.04.2026

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში გრძელდება – მესამე საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. გამარჯვება მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ, რომელმაც ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და  მერვედფინალში გავიდა. მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი ტატო გრიგალაშვილი და ორგზის ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური. გულშემატკივარი ქართული ფინალის მოლოდინშია.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 16:00 საათიდან პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. 

მსგავსი