ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში

ქართველმა სპორტსმენებმა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოდერძი ბერდელიძემ აკვრაში 125 კგ დასძლია და პირველი ადგილი დაიკავა, რამინ შამილიშვილმა კი 123 კგ ასწია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ორჭიდის ჯამში რამინ შამილიშვილმა მეოთხე პოზიციაზე დაასრულა ასპარეზობა, გოდერძი ბერდელიძე კი ტრავმის გამო, ტურნირს გამოეთიშა. ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი ბათუმში მიმდინარეობს და პირდაპირ ტრანსლაციებს „პირველი არხი – სპორტი“ გთავაზობთ.